ჯო ბაიდენი 8 ივნისს საფრანგეთში ჩავა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტით 8 ივნისს საფრანგეთში გაემგზავრება, მას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უმასპინძლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებულ შტატებში საფრანგეთის საელჩო და თეთრი სახლი ავრცელებს.

შეერთებულ შტატებში საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები ნატოსა და დიდი შვიდეულის სამიტების წინ განიხილავენ „თავიანთ ურყევ და მდგრად მხარდაჭერას უკრაინის მიმართ“.

„საუბარი ასევე შეეხება ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, განსაკუთრებით ეკონომიკურ და ბირთვულ საკითხებში. ასევე, ისინი განიხილავენ კლიმატის საგანგებო მდგომარეობისა და ბიომრავალფეროვნების დაცვას“, – წერია განცხადებაში.

თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის თქმით, ვიზიტი ასახავს გრძელვადიან და ყოვლისმომცველ ურთიერთობას შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთს შორის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები