ჯო ბაიდენი: იმისთვის, რომ დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტს ვერ მიუახლოვდეს, არსებობს მხოლოდ ერთი გზა – საარჩევნო ყუთი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
იმისთვის, რომ დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტს ვერ მიუახლოვდეს, არსებობს მხოლოდ ერთი გზა – საარჩევნო ყუთი, – წერს ბაიდენი X-ზე.
რაც შეეხება ტრამპს, ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტს „სირცხვილი“ და „გაყალბებული“ უწოდა.
ამასთან, ტრამპის თქმით, საქმეზე გავლენა ბაიდენის ადმინისტრაციამ მოახდინა.
ინფორმაციისთვის, ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. მოსამართლე სასჯელს 11 ივლისს გამოაცხადებს.