აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას ნებართვა მისცა რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული საბრძოლო მასალის გამოყენებით ლიმიტირებული დარტყმები განახორციელოს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ორ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბაიდენი ოფიციალურ კიევს ამერიკული იარაღის გამოყენების უფლებას მხოლოდ ხარკოვის მახლობლად აძლევს.
„პრეზიდენტმა ახლახან უბრძანა თავის გუნდს, უზრუნველყოს, რომ უკრაინამ შეძლოს, გამოიყენოს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი ხარკოვში კონტრშეტევის მიზნებისთვის, რათა უკრაინამ შეძლოს და უპასუხოს რუსეთის ძალებს, რომლებიც მათ ურტყამენ ან ემზადებიან დარტყმისთვის“, – განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა გადაწყვიტა.