ისრაელის მიერ რაფაჰზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 პალესტინელი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters-ი ღაზის სექტორში მყოფ მედიკოსებზე დაყრდნობით იუწყება.
სამედიცინო წყაროების ცნობით, ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის დაშავებულთა რაოდენობა.
მედიკოსების თქმით, ღაზის დასავლეთით მდებარე ალ-შათის ლტოლვილთა ბანაკზე ავიაიერიშის შედეგად კიდევ ერთი პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ისრაელი აცხადებს, რომ ღაზის სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში შეტაკებები კვლავ გრძელდება.