ესტონეთის პრეზიდენტმა რუსული აქტივების კონფისკაციის შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა

ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას რუსი ფიზიკური და იურიდიული პირების გაყინული აქტივების კონფისკაციის საშუალებას მისცემს.

მედიის ინფორმაციით, ამ ნორმების შესაბამისად, ქონების ჩამორთმევა შესაძლებელია მიყენებული ზიანისათვის, თუ დადგინდება, რომ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს კავშირი აქვს უკანონო ქმედებების ჩადენასთან ან ამგვარი ქმედებების ჩადენაში თანამოწილეობასთან.

ესტონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მხოლოდ ევროკავშირის სანქციების სიაში ყოფნა არ არის საკმარისი და კონფისკაცია მხოლოდ იმ პირებს შეეხება, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი სამხედრო აგრესიის ჩადენაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები