გერმანიის სახელმწიფო მინისტრი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ივნისში დასაწყებად ყველა საჭირო მოთხოვნას აკმაყოფილებს

გერმანიის მთავრობის შეფასებით, უკრაინამ ყველა საჭირო მოთხოვნა შეასრულა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად, – ამის შესახებ გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში, ანა ლიურმანმა განაცხადა.

გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდებს, სწრაფად შეთანხმდნენ უკრაინასტან მოლაპარაკებების ჩარჩოზე.

„გერმანიის მთავრობის თვალსაზრისით, უკრაინა აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ივნისში დასაწყებად, ამიტომ მოვუწოდებთ ყველა წევრ სახელმწიფოს, სწრაფად შეთანხმდნენ მოლაპარაკებების ჩარჩოზე“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ინფორმაციისთვის, უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება 2023 წლის დეკემბერში, ევროკავშირის სამიტის ფარგლებში გადაწყდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები