იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინაში საბრძოლველად ჯარისკაცებს არ გავგზავნით
იტალია უკრაინაში საბრძოლველად ჯარისკაცებს არ გაგზავნის – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა.
მისივე თქმით, იტალიის სამხედრო იარაღი უკრაინის ტერიტორიაზე უნდა იყოს გამოყენებული.
„ჩვენ არ ვართ ომში რუსეთთან, მთელი ის დახმარება, რომელსაც ჩვენ გავცემთ, თუნდაც სამხედრო ხასიათის, ემსახურება უკრაინის დამოუკიდებლობის დაცვას და არა რუსეთთან ომს. არც ერთ იტალიელ ჯარისკაცს არ გავგზავნით საბრძოლველად. ამასთან, ყველა ჩვენი სამხედრო იარაღი უნდა იყოს გამოყენებული უკრაინის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ანტონიო ტაიანიმ.