დიდი ბრიტანეთის პარლამენტი წინასაარჩევნოდ დაითხოვეს

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი წინასაარჩევნოდ დაითხოვეს – ამის შესახებ ინფორმაციას DW News ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბრიტანული კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყნის მოქმედმა პარლამენტმა მუშაობა საყოველთაო არჩევნებამდე 25 სამუშაო დღით ადრე უნდა დაასრულოს, რაც ნიშნავს, რომ თემთა პალატაში 650-ვე ადგილი ვაკანტურია.

4 ივლისის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანო მუშაობას 9 ივლისს განაახლებს, რა დროსაც დეპუტატები სპიკერს აირჩევენ და ფიცს დადებენ.

ინფორმაციისთვის, დიდ ბრიტანეთში არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება. უმრავლესობის ფორმირებას შეძლებს ის პარტია, რომელიც 326 მანდატს მოიპოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები