ჯონ კირბი: აშშ დგას უკრაინის პრეზიდენტთან და უკრაინელ ხალხთან – ეს გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ წარმოადგენს აშშ-ს სამშვიდობო სამიტზე

აშშ დგას უკრაინის პრეზიდენტთან და უკრაინელ ხალხთან – ეს გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ წარმოადგენს აშშ-ს სამშვიდობო სამიტზე – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მრჩეველმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

მან მედიის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა – არის თუ არა შეშფოთებული ჯო ბაიდენი იმის გამო, რომ თუ არ დაესწრება სამიტს, ეს, სავარაუდოდ, არასწორ სიგნალს გაუგზავნის მსოფლიო საზოგადოებას უკრაინაში მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ:

„აშშ და პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტთან , ვოლოდიმირ ზელენსკისთან, უკრაინის ხალხთან დგანან და ეს გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ დაჯდება სკამზე სამშვიდობო სამიტზე“, – განაცხადა კირბიმ.
მისივე თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან არცერთ სხვა ლიდერს არ გაუკეთებია და არ აგრძელებს იმდენის გაკეთებას, რამდენსაც აკეთებს პრეზიდენტი ბაიდენი, რათა კიევს ჰქონდეს ყველაფერი, რაც საჭიროა რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად.
„პრეზიდენტმა აიღო ვალდებულება უკრაინის წინაშე, რომ იყოს მათ გვერდით გრძელვადიან პერსპექტივაში“, – დასძინა კირბიმ.

ინფორმაციისთვის, 29 მაისს თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ აშშ მიიღებს მონაწილეობას შვეიცარიაში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტში, რომელიც 15-16 ივნისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები