ამსტერდამში თვითმფრინავის ძრავამ ადამიანი ჩაითრია – ის დაიღუპა
ამსტერდამის შიფჰოლის აეროპორტში KLM Cityhopper-ის თვითმფრინავის ძრავამ ადამიანი ჩაითრია. ის დაიღუპა – ამის შესახებ ინფორმაციას ABC News ავრცელებს.
KLM Royal Dutch Airlines-ის განცხადებით “ადამიანი მოძრავი თვითმფრინავის ძრავში აღმოჩნდა”, იმ თვითმფრინავში, რომელიც დანიის ქალაქ ბილუნდში მიფრინავდა.
ამ ეტაპზე უცნობია გარდაცვლილის ვინაობა და სხვა დეტალები.
ხელისუფლება განცხადებით, ისინი ამჟამად იძიებენ გარემოებებს, რამაც ინციდენტი გამოიწვია, შესაბამისად უფრო მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება საჯარო.
ინფორმაციისთვის, Schiphol-ს წელიწადში დაახლოებით 72 მილიონი მგზავრი გადაჰყავს და ევროპაში მესამე ყველაზე დატვირთული აეროპორტია.