Politico: ოლაფ შოლცი უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენებას მხარს უჭერს

Politico – ოლაფ შოლცი უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენებას მხარს უჭერს – ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

Politico-ს წყარომ ანონიმურობის პირობის დაცვით განუცხადა, რომ გერმანიის მთავრობა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ უკრაინის მიერ იარაღის გამოყენების შესახებ დაწესებული შეზღუდვების პოზიციას ცვლის, თუმცა ზუსტი დეტალები არ დაუსახელებია.

ამასთან- გერმანიის ფედერალური მთავრობის პრესსპიკერმა შტეფენ ჰებეშტრეიტის განცხადებით, უკრაინის თავდაცვითი მოქმედებები მხოლოდ მისი ტერიტორიით არ შემოიფარგლება და შესაძლოა აგრესორის ტერიტორიაზე გაფართოვდეს.

შტეფენ ჰებეშტრეიტმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ გერმანული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ბერლინსა და კიევს შორის არსებული შეთანხმებები კონფიდენციალურია.

ინფორმაციისთვის- სამშაბათს, 28 მაისს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმების განხორციელების უფლება აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები