ბელგიაში პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ბელგიაში, ისრაელის საელჩოსთან პალესტინის მხარდამჭერთა აქციაზე პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

აქციის მონაწილეები ღაზაში ისრაელის სამხედრო მოქმედებებს აპროტესტებდნენ, ისინი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ისრაელისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვდნენ როგორც ბელგიის, ასევე ევროკავშირის მხრიდან.

მედიის ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა, თუმცა დემონსტრანტები მათ მოწოდებას არ დაემორჩილნენ. პოლიციამ მათ დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი პირია დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები