ესპანეთის პარლამენტმა კატალონიელი სეპარატისტების ამნისტიის შესახებ კანონი დაამტკიცა

ესპანეთის პარლამენტმა კატალონიელი სეპარატისტების ამნისტიის შესახებ კანონი დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატაში კანონპროექტს მხარი 177-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 172 იყო.

ამნისტია დაახლოებით 370-ს ადამიანს შეეხება, რომლებიც 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით ჩატარებული რეფერენდუმის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის მიერ ამნისტიის შესახებ კანონის მიღების მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ კანონის განხილვა უმაღლესი სასამართლოების მიერ მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები