ილჰამ ალიევი: ჰუმანიტარული განაღმვა აზერბაიჯანის სახელმწიფო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტებს შორისაა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებისთვის მიმართვას ავრცელებს თემაზე: „ნაღმების ზემოქმედების შემცირება გარემოზე: რესურსების მობილიზება უსაფრთხო და მწვანე მომავლისთვის“.

გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ ბევრ ქვეყანაში ნაღმები და აუფეთქებელი საბრძოლო მასალები კვლავ მწვავე პრობლემად რჩება, საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს და მნიშვნელოვნად აზიანებენ გარემოს.

ამასთან, ილჰამ ალიევი აღნიშნავს, რომ ჰუმანიტარული განაღმვა აზერბაიჯანის სახელმწიფო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტებს შორისაა.

„ჰუმანიტარული განაღმვა აზერბაიჯანის სახელმწიფო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტებს შორისაა და ამას საფუძველი აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნულმა ლიდერმა ჰეიდარ ალიევმა ჩაუყარა. დღესდღეობით, აზერბაიჯანში ჰუმანიტარული განაღმვითი გაწმენდის ძირითადი ორგანოა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნაღმების მოქმედების სააგენტო – ANAMA.
ამ დროისთვის დაახლოებით 140 ათასი ჰექტარი გაწმენდილია 119 946 ნაღმიდან და აუფეთქებელი ჭურვიდან. თუმცა, დანაღმული ტერიტორიები ბევრად აღემატება ამ რიცხვს“, – წერია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთობლივი ორგანიზაციით, 2024 წლის 30-31 მაისს მე-3 საერთაშორისო კონფერენცია ტარდება თემაზე: „ნაღმების ზემოქმედების შემცირება გარემოზე: რესურსების მობილიზება უსაფრთხოებისა და მწვანე მომავლისთვის“ ქალაქ ზანგილანსა და ბაქოში.

„დღევანდელი ღონისძიება ადასტურებს აზერბაიჯანის მონდომებას, მოგვარდეს თანამედროვე დროის ერთ-ერთი გამოწვევა – ნაღმების საკითხი,. მე მჯერა, რომ ეს კონფერენცია ხელს შეუწყობს ნაღმების პრობლემის და მათი შედეგების, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების განხილვას, ასევე, მოწინავე გამოცდილების გაცვლას ნაღმების მოქმედების სფეროში“, – აღნიშნავს ალიევი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები