ენტონი ბლინკენი ჩეხეთში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩეხეთში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

პრაღაში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩეხეთის თავდაცვის მინისტრ იანა ჩერნოჩოვას, პრეზიდენტ პეტრ პაველს და საგარეო საქმეთა მინისტრ იან ლიპავსკის შეხვდება, რომელთანაც ურთიერთგაგების მემორანდუმს გააფორმებს.

ამასთან, ენტონი ბლინკენი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ინფორმაციისთვის, გუშინ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოლდოვაში იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ აშშ მოლდოვას რუსულ გავლენასთან ბრძოლისთვის 135 მილიონ დოლარს გადასცემს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები