ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა (ვიდეო)

ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანი ამოიფრქვა.

მედიის ცნობით, მოსალოდნელი ამოფრქვევისა და გაზრდილი სეისმური აქტივობის გამო, ქალაქ გრინდავიკიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ვულკანის ამოფრქვევა დღეს, ნაშუადღევს, სანაპირო ქალაქიდან დაიწყო, სადაც დაახლოებით 3800 ადამიანი ცხოვრობს.

ეს უკვე მეხუთე ამოფრქვევა, რომელიც ნახევარკუნძულზე დეკემბრის შემდეგ მოხდა.

ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ლავამ, რომელიც დაახლოებით კილომეტრის სიგრძის ნაპრალიდან გამოიდევნებოდა, დაახლოებით 50 მეტრს მიაღწია.

ვიდეო: Fréttastofa RÚV

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები