აშშ-მა უკრაინას 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო

აშშ-მა უკრაინას 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„დღეს შეერთებული შტატები აცხადებს უკრაინისთვის იარაღისა და აღჭურვილობის ახალ პაკეტს, რათა მხარი დაუჭიროს მამაც უკრაინელ ხალხს, რომელიც იცავს თავის ქვეყანას“, – განაცხადა ბლინკენმა.

სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შედის HIMARS-ის სისტემები, ასევე 155 მმ და 105 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები.

აღსანიშნავია, რომ ეს არის უკრაინის სამხედრო დახმარების მეოთხე ტრანში მას შემდეგ, რაც კონგრესმა გასული თვის ბოლოს მიიღო საგარეო დახმარების შესახებ კანონპროექტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები