პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს წევრად პარლამენტს ასარჩევად ეკატერინე ღაზაძე წარუდგინა
საქართველოს პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს წევრად პარლამენტს ასარჩევად ეკატერინე ღაზაძე წარუდგინა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სებ-ის საბჭოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შესარჩევად, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პროცესის გამჭვირვალობისათვის შეიქმნა დამოუკიდებელი შესარჩევი კომისია.
“კომისიამ 5 კანდიდატურას გაუწია რეკომენდაცია, რომლებსაც ინდივიდუალურად შეხვდა და გაესაუბრა პრეზიდენტი.
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა ეკატერინე ღაზაძის კანდიდატურა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.