გაერო უკრაინის პრეზიდენტად ვოლოდიმირ ზელენსკის აღიარებს – გუტერეშის წარმომადგენელი

გაერო უკრაინის პრეზიდენტად ვოლოდიმირ ზელენსკის აღიარებას აგრძელებს, – ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, სტეფან დუჟარიკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“პრეზიდენტი ზელენსკი ჩვენთვის უკრაინის ხელმძღვანელად რჩება და იმ ადამიანად, რომელთანაც გენერალურ მდივანს კომუნიკაცია აქვს მაშინ, როდესაც სურთ უკრაინის ლიდერთან დაკავშირება”, – განმარტა მან.

ფორმალურად, ვოლოდიმირ ზელენსკის უფლებამოსილება 20 მაისს ამოიწურა.

კონსტიტუციის თანახმად, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა, საგანგებო მდგომარეობის გამო – არ დაინიშნა.

ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაცია 2019 წლის 20 მაისს შედგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები