ზელენსკი: დასავლეთს ძალიან დიდი დრო სჭირდება უკრაინის საკვანძო სამხედრო მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილებისთვის
დასავლელ მოკავშირეებს ძალიან დიდი დრო სჭირდებათ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„ერთი დიდი ნაბიჯი წინ, მაგრამ მანამდე ორი ნაბიჯი უკან. ყველა გადაწყვეტილება, რომლამდეც ჩვენ და შემდეგ ყველა ერთად მივდივართ, დაახლოებით ერთი წლით გვიან ხდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა აშშ-სა და სხვა პარტნიორებს უფრო სწრაფი სამხედრო დახმარებისკენ.