ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებას ისტორიული სირცხვილი უწოდა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება ისრაელის პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის დაპატიმრების ორდერის გაცემის მოთხოვნის შესახებ „ისტორიული სირცხვილია, რომელიც სამუდამოდ დაამახსოვრდებათ“.

„მაშინ, როდესაც „ჰამასის“ მკვლელები და გამაუპატიურებლები ჩადიან კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს ჩვენი ძმების და დების წინააღმდეგ, პროკურორი „ჰამასის“ მსგავსი მონსტრების გვერდით მოიხსენიებს პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს, ეს არის ისტორიული სირცხვილი, რომელიც სამუდამოდ დაამახსოვრდებათ“, – აღნიშნა ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტისა და მოძრაობა „ჰამასის“ 3 ლიდერის – იაჰი სინვარის, მუაჰამდ დეიფას და ისმაილ ჰანის დაპატიმრების ორდერის გაცემა მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები