ირანის პრეზიდენტს თავრიზიდან მეშჰედში გადაასვენებენ
ირანის პრეზიდენტისა და ავიაკატასტროფაში დაღუპული სხვა პირების ცხედრებს ხვალ, 21 მაისს ქალაქ თავრიზიდან მეშჰედში გადაასვენებენ, სადაც პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი დაიბადა.
თავრიზის სამლოცველო დარბაზში დღეს, ადგილობრივი დროით საღამოს ოთხ საათზე სახალხო ცერემონია გაიმართება.
21 მაისს კი, ადგილობრივი დროით ცხრა საათზე იბრაჰიმ რაისისა და სხვა დაღუპულების ცხედრებს მოწამეთა მოედნიდან ქალაქის აეროპორტამდე მსვლელობით გააცილებენ, საიდანაც ცხედრებს მეშჰედში გადაასვენებენ.