დუდამ ირანის პრეზიდენტის დაღუპვა პოლონეთის სამთავრობო თვითმფრინავის ჩამოვარდნას შეადარა

პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა აცხადებს, რომ “ღრმად არის შეძრწუნებული ირანის პრეზიდენტის დაღუპვის გამო”.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„ღრმად ვარ შეძრწუნებული ირანის პრეზიდენტის, ბატონი იბრაჰიმ რაისის, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო. ბევრ ერს არ აქვს ისტორიაში ასეთი ტრაგიკული ფურცლები. ჩვენ, პოლონელებმა, რომლებიც საშინლად განვიცდით 2010 წელს პოლონეთის სამთავრობო თვითმფრინავის ჩამოვარდნას სმოლენსკში, რუსეთში, ვიცით შოკისა და სიცარიელის გრძნობა, რომელიც რჩება ხალხის გულებში, ქვეყანაში, პოლიტიკური და სოციალური ელიტის უეცარი დაკარგვის შემდეგ, საყვარელი ადამიანების, მეგობრების უეცარი დაკარგვის შემდეგ. ამიტომ განსაკუთრებული გაგებით ვუერთდებით დაღუპულთა ახლობლებს, ირანელ ერს ლოცვასა და მწუხარებაში“, – წერს ანჯეი დუდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები