ირანში ავიაკატასტროფის ერთ-ერთ მიზეზად აშშ-ის სანქციებს ასახელებენ – ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი
ირანის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი – მოჰამად ჯავად ზარიფი ავიაკატასტროფის ერთ-ერთ მიზეზად აშშ-ის სანქციებს ასახელებს.
მისი თქმით, ამ სამწუხარო ინციდენტის ერთ-ერთი მიზეზი არის შეერთებული შტატები, რომელმაც ირანის საავიაციო ინდუსტრიის შესყიდვებზე სანქციებით გამოიწვია პრეზიდენტისა და მისი თანმხლები პირების მოწამებრივი სიკვდილი.
ჯავად ზარიფის თქმით, შეერთებული შტატების დანაშაული ჩაიწერება ირანელი ხალხისა გონებასა და ისტორიაში.
„ირანელი ერი, რომელიც ამ 45 წლის განმავლობაში დიდი მოვლენების წინაშე დადგა, დაძლევს ამ ტრაგიკულ მოვლენას“, – აღნიშნა ირანის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა.