ნატო ირანელ ხალხს სამძიმარს უცხადებს
ნატო ირანელებს ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, რომელსაც პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისის და სხვა ოფიციალური პირები შეეწირნენ, სამძიმარს უცხადებს.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ფარაჰ დაჰლალამ დაწერა.
„ირანელ ხალხს პრეზიდენტ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრის, ამირ აბდოლაჰიანის და სხვა ოფიციალური პირების დაღუპვის გამო, სამძიმარს ვუცხადებთ”,- დაწერა მან სოციალურ ქსელში.