თეა წულუკიანი: ჩვენს ეროვნულ ვალუტას არავითარი საფრთხე არ ემუქრება

,,ჩვენს ეროვნულ ვალუტას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ისეთი სისტემაა უკვე შექმნილი, რომ ეკონომიკა მდგრადია, რყევებს უძლებს და ამ შემთხვევაშიც ისეთი არაფერი ხდება”, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„გარკვეულმა ძალებმა სიხარულის ყიჟინა დასცეს, როდესაც დაინახეს, რომ თითქოსდა, ლარს რაღაც გაჭირვება და პრობლემა აქვს. ჩვენ არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენს ეროვნულ ვალუტას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ისეთი სისტემაა უკვე შექმნილი, რომ ეკონომიკა მდგრადია, რყევებს უძლებს და ამ შემთხვევაშიც ისეთი არაფერი ხდება, რომ ჩვენმა სისტემამ ამ რყევის შედეგად რაიმე მტკივნეულად განიცადოს და აღიქვას. ამიტომ, ამ მხრივ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, თუმცა ის რეაქციები, რომ ცუდად არის საქმე და ეს ვიღაცას უხარია, ეს მათ ხელწერად და დამახასიათებელ ნიშნად იქცა“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები