რომის პაპი უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვს
რომის პაპმა ფრანცისკემ ტელეკომპანია CBS-ის ჟურნალისტებთან ინტერვიუში, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის ომზეც ისაუბრა.
„შეაჩერეთ ომი. უნდა იპოვოთ გზა სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის. იბრძოლეთ მშვიდობისთვის. მოლაპარაკებით მოპოვებული მშვიდობა ყოველთვის უკეთესია, ვიდრე გაუთავებელი ომი”, – განაცხადა რომის პაპმა.