ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა
ავიაკატასტროფაში ირანის პრეზიდენტის და რამდენიმე მაღალჩინოსნის დაღუპვის გამო, რესპუბლიკაში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა.
ამის შესახებ ირანის უზენაესი ლიდერის განცხადებაშია ნათქვამი.
ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი – იბრაჰიმ რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი – ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი და სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ, 19 მაისს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ვერზეგანის რეგიონში ჩამოვარდა.
დღეს დილით ირანის ვიცეპრეზიდენტმა, მოჰსენ მანსურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი და მისი დელეგაცია ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპნენ.
დელეგაცია აზერბაიჯანში ვიზიტიდან ბრუნდებოდა, სადაც რაისი და მისი აზერბაიჯანელი კოლეგა ილჰამ ალიევი მონაწილეობდნენ “გიზ გალასის” ჰიდროელექტროკომპლექსის გახსნის ცერემონიაში და მდინარე არაქსის საზღვარზე “ხუდაფერინის” ჰიდროელექტრო კომპლექსის ექსპლუატაციაში გაშვებაში.