“რუსეთმა ყირიმში, სავარაუდოდ, უკანასკნელი საკრუიზო რაკეტმზიდი დაკარგა” – უკრაინის თავდაცვის სამხრეთის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელი
უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელი, დიმიტრი პლეტენჩუკი აცხადებს, რომ არსებობს შესაძლებლობა, რუსმა ოკუპანტებმა ყირიმში ბოლო საკრუიზო რაკეტმზიდი დაკარგეს.
ამის შესახებ მან ტელემარათონის დროს თქვა.
„შესაძლოა, მთელი პერსონალია განადგურებული. დანარჩენ ინფორმაციას ვამოწმებთ. რა თქმა უნდა, არსებობს შესაძლებლობა, რომ ყირიმში შავი ზღვის ფლოტმა ბოლო საკრუიზო რაკეტმზიდი დაკარგა”, – თქვა მან.
მანამდე, რუსული ტელეგრამის არხმა – Spy Dossier-მა დაწერა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლზე თავდასხმის დროს შესაძლოა, რუსული მცირე სარაკეტო ხომალდი – Cyclone ჩაიძირა.
მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად, დაიღუპა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ექვსი სამხედრო და დაშავდა კიდევ 11 ადამიანი.