“ჩვენ არ ვყოფილვართ” – ისრაელელი მაღალჩინოსანი ირანის პრეზიდენტის დაღუპვაზე
ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის დაღუპვასთან ისრაელს არავითარი კავშირი არ აქვს.
ამის შესახებ ისრაელელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, – წერს Reuters-ი.
”ჩვენ არ ვყოფილვართ”, – თქვა მან.
ვერტმფრენი, რომლის ბორტზე ირანის პრეზიდენტი – იბრაჰიმ რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი – ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი და სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ, 19 მაისს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ვერზეგანის რეგიონში ჩამოვარდა.
დღეს დილით ირანის ვიცეპრეზიდენტმა, მოჰსენ მანსურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი და მისი დელეგაცია ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპა.