ირანის პრეზიდენტის და სხვა მაღალჩინოსნების დაღუპვასთან დაკავშირებით, “ჰამასი” განცხადებას ავრცელებს
პალესტინური დაჯგუფება “ჰამასი” აცხადებს, რომ იზიარებს ირანელი ხალხის “ტკივილს და მწუხარებას” იბრაჰიმ რაისისა და სხვა ოფიციალური პირების დაღუპვის შემდეგ და გამოხატავს “სრულ სოლიდარობას” ირანთან.
ასევე აღნიშნულია, რომ დაღუპული ირანელი ოფიციალური პირები “საპატიო პოზიციას” იკავებდნენ პალესტინელი ხალხის მხარდასაჭერად და ისრაელისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, მათ შორის, ღაზაში მიმდინარე ომის შეჩერების მცდელობების ჩათვლით.
„დარწმუნებულნი ვართ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა გადალახავს ამ დიდი დანაკარგის შედეგებს; მოძმე ირანელ ხალხს აქვს ინსტიტუტები, რომლებსაც შეუძლიათ გაუმკლავდნენ ამ მძიმე კრიზისს“, – ნათქვამია “ჰამასის” განცხადებაში.