Al Jazeera იმ მაღალჩინოსნებს ასახელებს, რომლებიც ირანის პრეზიდენტთან ერთად ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად არიან დაღუპულები
ირანში, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის ვერზეგანის რაიონში 19 მაისს ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაღუპულთა შორის არიან მაღალი თანამდებობის პირები.
ამის შესახებ Al Jazeera წერს.
მედიის ცნობით, ავიაკასტროფის შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანია დაღუპული.
მათ შორის არიან:
საგარეო საქმეთა მინისტრი – ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი;
აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი – მალეკ რაჰმათი;
ირანის უმაღლესი ლიდერის წარმომადგენელი აღმოსავლეთ აზერბაიჯანში – მოჰამედ ალი ალე-ჰაშემი;
პრეზიდენტის დაცვის უფროსი – მეჰდი მუსავი;
ვერტმფრენის პილოტი, მეორე პილოტი და ეკიპაჟი.