ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი 2024 გაიმართა

ბათუმის საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი 2024 ლგაიმართა, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნების მინისტრი ზაზა შავაძე, მოადგილეებთან ერთად დაესწრო.

ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში დარგის პოპულარიზაციას, მეთევზეობის და აკვაკულტურის განვითარებას. ამასთანავე ადგილობრივი პროდუქციის წარმოების გაზრდას.

ფესტივალი დატვირთული იყო კულინარიული, თევზმოშენების, თევზის კვებითი ღირებულების, სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის მასტერკლასებით და სხვა საინტერესო თემატიკით. ღონისძიებაში
მონაწილეობას იღებდნენ: ფერმერული მეურნეობები,
ასევე თევზისა და ზღვის პროდუქტების რეალიზაციაში მონაწილე ფიზიკური პირები,
რესტორნები, პროფესიული სასწავლო კოლეჯები და სხვა.

ფესტივალის მხარდამჭერია აჭარის მთავრობა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აჭარის განათლების
კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია, ბათუმის ბულვარი.
ღონისძიების ორგანიზატორი ორგანული აკვაკულტურის ასოციაცია „ფორეჯი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები