პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ იმ მოქალაქეების ტერიტორიიდან გაყვანა დაიწყეს, რომლებმაც რკინის ჯებირი გაარღვიეს.
ჯებირის გარღვევის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს ეზოში მყოფი სამართალდამცველები გამოვიდნენ და რამდენიმე მოქალაქე ტერიტორიიდან გაიყვანეს.
შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების ყვითელი დონე შეიცვალა და ამ დროისთვის წითელი დონე მოქმედებს.
პარლამენტის შიდა ეზოში სამართალდამცავები არიან მობილიზებული.