აჭარაში 300-მდე პირი სერვისის მიმართულებით გადამზადდა

ბათუმში სერვისის გაუმჯობესების მიზნით საგაზაფხულო ტრენინგები მიმდინარეობს.

ამჯერად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით თეორიულ-პრაქტიკული სწავლებები ბარმენებსა და დასუფთავსების სამსახურის თანამშრომლებს ჩაუტარდათ. ბარმენები ყა­ვის მო­ხალ­ვი­სა და დაფ­ქვე­ვის ტექ­ნო­ლო­გი­ას, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ყა­ვის მან­ქა­ნებ­სა და მათ ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას, ექ­სპრე­სოს, კა­პუ­ჩი­ნო­სა და ლა­ტეს მომ­ზა­დე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო წე­სებს, ასე­ვე რძის მომ­ზა­დე­ბის ტექ­ნი­კას, ალ­კოჰო­ლი­ა­ნი ყა­ვის სა­ხე­ო­ბა­სა და მომ­ზა­დე­ბის წესს, ყა­ვის სა­ხე­ო­ბებ­სა და ჯი­შებს გა­ეც­ნენ. ტრე­ნინ­გის და­სას­რულს მო­ნა­წი­ლე­ებ­მა თა­ვად მო­ამ­ზა­დეს სხვა­დას­ხვა სა­ხის ყავა და ლატე არ­ტის (კა­პუ­ჩი­ნოს ზე­და­პირ­ზე ხატ­ვა) ტექ­ნო­ლო­გი­ას და­ე­უფლნენ.

დასუფთავსების სამსახურის საერთაშორისო სტანდარტებს აპარტოტელების, დიდი და მცირე ზომის სასტუმროების თანამშრომლები გაეცნენ. თეორიული სწავლების დასასრულს მათ სასტუმრო ნომრების ბაზაზე პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ. საგაზაფხულოს ტრენინგებისას დეპარტამენტმა ჯამში 300-მდე სექტორის წარმომადგენლის გადამზადება შეძლო. ტრენინგები მაისის ბოლომდე გაგრძელდება და მასზე დასწრება სერვისის ვებ-გვერდზეა https://serviceajara.ge/ წინასწარი რეგისტრაციითაა შესაძლებელი. ტრენინგი იგეგმება დამწყები გიდებისა და კვების ობიექტების თანამშრომლებისთვისაც, ასევე სპიკერების საჯარო ლექციები ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები