“ნათელი სახეა ადამიანების, რომლებიც რაღაცნაირად გულუბრყვილობით, ან გულწრფელობით არიან შეკრებილნი იმ დროშის ქვეშ, რომელიც ააფრიალეს ადამიანებმა, რომლებმაც უღირსად გაიარეს თავისი პერიოდი” – ვოლსკი
„რასაკვირველია, [აქციის მონაწილეთა] რაოდენობას აჭარბებენ, მაგრამ გადათვლა შეიძლება. რასაც ვხედავ, ნათელი სახეა ადამიანების, რომლებიც ალბათ რაღაცნაირად გულუბრყვილობით, ან გულწრფელობით არიან შეკრებილნი იმ დროშის ქვეშ, რომელიც ააფრიალეს ადამიანებმა, რომლებმაც უღირსად გაიარეს თავისი [ხელისუფლების] პერიოდი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ “ქრონიკას” განუცხადა.
“როცა ვამბობთ, რომ სისხლიანი 9 -წელი როდის უნდა დავივიწყოთო, დავივიწყებდით, დაიღალა ხალხი ამდენი ნეგატივით, მაგრამ ამ პროცესებში ვუყურებთ ხალხს, რომელიც პირდაპირ მონაწილეობდა რეჟიმის შექმნაში”, – აღნიშნა დეპუტატმა.