აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე თურქეთის რესპუბლიკის გუბერნატორებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმში ვიზიტით მყოფ ტრაპიზონის გუბერნატორ აზიზ ილდირიმთან და ართვინის გუბერნატორ ჯენგიზ უნსალთან, შეხვედრა გამართა.

აჭარის მთავრობაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

თურქეთი ინარჩუნებს საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორისა და ინვესტორის პოზიციას. დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება სავაჭრო და სამრეწველო მიმართულებით.

შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი – ჯაბა ფუტკარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – თინა ზოიძე, აპარატის უფროსი ჯაბა – სურმანიძე, შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი – გრიგოლ ბესელია, ტრაპიზონის ჟანდარმერიის მეთაური გენერალ მაიორი მუსტაფა ერდემი და თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში რიზა ქაღან ილმაზი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები