პოლიციამ ამსტერდამის უნივერსიტეტში სტუდენტების პროპალესტინური აქცია დაშალა

ამსტერდამის უნივერსიტეტში სპეცრაზმმა პროპალესტინური აქცია დაშალა. სტუდენტები ღაზის სექტორში ისრაელის ოპერაციას აპროტესტებენ.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

აქციის მონაწილეები იმპროვიზებული ბარიკადებიდან ქვებს ისროდნენ, პოლიციის წინააღმდეგ ცეცხლმაქრობს იყენებდნენ. საპასუხოდ, ძალოვნები შეკრებილებს ხელჯოხით სცემდნენ და ბარიკადებს არბევდნენ.

გუშინ, ამსტერდამის უნივერსიტეტში სტუდენტებმა ბარიკადები აღმართეს და პირობა დადეს, რომ ადგილზე იქამდე დარჩებიან, სანამ სასწავლო დაწესებულება ისრაელთან კავშირებთან არ გაწყვეტს.

6 მაისს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ისრაელის სამ უნივერსიტეტთან გაცვლითი პროგრამები აქვს, რომლებიც ამჟამად, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შეჩერებულია. გარდა ამისა, უნივერსიტეტი თანამშრომლობს ისრაელელ მეცნიერებთან ან კომპანიებთან სხვადასხვა კვლევით პროექტებზე.

მანამდე, პოლიციამ ამსტერდამის უნივერსიტეტში 140-მდე ადამიანი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები