ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მშვიდობის გლობალურ სამიტზე მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან სატელეფონო საუბარი გამართა და ქვეყნის ლიდერი მშვიდობის გლობალურ სამიტზე მიიწვია.

როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება სარგებელს მოუტანს ორივე სახელმწიფოს.

„მე მქონდა ხანგრძლივი და საგნობრივი სატელეფონო საუბარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან და მშვიდობის გლობალურ სამიტზე მივიწვიე.

უნგრეთის პოზიცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია მშვიდობის დაახლოებისა და ჩვენი საერთო რეგიონალური უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ხაზი გავუსვი უკრაინის დაინტერესებას უნგრეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობებით, ასევე ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ლოგისტიკის სფეროებში თანამშრომლობის განვითარებით.

ჩვენ კოორდინირება გავუწიეთ ორმხრივი საკითხების ურთიერთმომგებიანი გადაწყვეტილებისთვის საჭირო ნაბიჯებს. ასევე განვიხილეთ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი.

დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება სარგებელს მოუტანს ჩვენს ორივე სახელმწიფოს“, – წერს ზელენსკი X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები