მაკა ბოჭორიშვილი: ოპოზიციის ერთადერთი მიზანი „გამჭვირვალობის კანონზე“ საუბრისას არის ის, რომ ეს საკითხი გამოიყენონ პროტესტისა და არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლების შეცვლისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტების ერთადერთი მიზანი “გამჭვირვალობის კანონზე“ საუბრისას არის ის, რომ ეს საკითხი გამოიყენონ პროტესტისა და არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლების შეცვლისთვის.

„ოპოზიციის ერთადერთი მიზანი მაშინ, როდესაც ისინი „გამჭვირვალობის კანონზე“ საუბრობენ, არის ის, რომ ეს საკითხი გამოიყენონ პროტესტისთვის, ეს საკითხი გამოიყენონ არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლების შეცვლისთვის, ვინაიდან ეს არის ის, რაც მათ ამოძრავებთ გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ სუსტად გამოიყურებიან მომავალი არჩევნების წინ“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები