ალუდა ღუდუშაური: სისხლს მოწყურებულებმა, რომლებიც ვერ ეგუებიან ხელისუფლების დაკარგვას, შტურმი მიიტანეს პარლამენტზე, შემცდარან, თუ ფიქრობენ, გვერდიდან წააქეზებენ და პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, გუშინ ყველამ ნათლად დაინახა სახელმწიფო გადატრიალების უსუსური მცდელობა.

„ნათლად დაინახა ქართველმა ხალხმა, ასევე, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ, ვისაც უნდა, დაინახოს რეალობა, რომ ანგაჟირებულმა, სისხლს მოწყურებულმა ადამიანებმა, რომლებმაც დაკარგეს ხელისუფლება და ვერ ეგუებიან ამას – კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიტანა შტურმი პარლამენტის შენობაზე. ნათლად ხედავდა ყველა, რომ საპოლიციო ძალები აბსოლუტურად მოხსნილი იყო. ხედავდით, არამცთუ დარბევა, არამედ იყო პირდაპირ ნგრევა, შტურმი პარლამენტზე, ცეცხლის წაკიდება, დაზიანება, არ ვიცი, ამ ადამიანების ქმედებას რა შეიძლება ეწოდოს. ეს არის პირდაპირ სახელმწიფო გადატრიალების უსუსური და უხერხემლო მცდელობის კვაზი მოდელი.

ოპოზიციას, რადიკალურ, ხელმოცარულ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ მინდა, ვუთხრა, ცოტა აზრი დაატანეთ საკუთარ ქმედებებს და სიტყვებს, რომლებსაც ეს ადამიანები ჩვენი თუ ქართველი ხალხის მისამართით ასე დაუფიქრებლად ისვრიან. ეს უკვალოდ არ ჩაივლის. მათ მოვუწოდებ, ეყოთ გონიერება, მოუხმონ გონებას და ცოტა მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ, სხვა შემთხვევაში, ეთამაშებიან ცეცხლს. ხალხი გამოიყენეს ფარად. თუ ფიქრობენ, რომ გვერდიდან წააქეზებენ, როგორც ახლა იქცევიან უპასუხისმგებლოდ და მათ პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ მიმდინარე პროცესებზე, ძალიან შემცდარან.

ეს ადამიანები არიან საკუთარ ხალხთან მშიშრები, მათ არ ადარდებთ ქვეყნის ინტერესი. რა ევროპულობაზე ლაპარაკობენ, არიან ჩვეულებრივი რუსები. ვინ აკეთებს რუსეთის საქმეს, გამჭვირვალობა, თანასწორთა შორის თანასწორობა შეიძლება იყოს არაევროპული? ეს ადამიანები არიან მიჩვეული მონურ ფსიქოლოგიას, როდესაც მიშა სააკაშვილი პანჩურებს ურტყამდა, დღესაც ამ ბედოვლათს მისტირიან, ეს ადამიანები ვერასდროს გათავისუფლდებიან. ამ ადამიანებისთვის თავისუფლებაზე, ეროვნულობაზე ლაპარაკი წარმოუდგენელია“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები