ოკუპანტების მიერ ოდესაზე სარაკეტო იერიშს სამი ადამიანი შეეწირა

რუსმა ოკუპანტებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ამის შესახებ ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სამი ადამიანი დაშავდა.

იერიში ბალისტიკური რაკეტებით იყო მიტანილი, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები