აშშ-ის სენატმა რუსული ურანის იმპორტის აკრძალვას დაუჭირა მხარი – დოკუმენტს ხელი ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს

აშშ-ის სენატმა რუსული გამდიდრებული ურანის იმპორტის აკრძალვას ერთხმად დაუჭირა მხარი. დოკუმენტი ხელმოსაწერად ჯო ბაიდენს გაეგზავნება. კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატამ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაუჭირა.

კანონის მიხედვით, დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 90 დღეში აშშ-ში რუსული გამდიდრებული ურანის იმპორტი აიკრძალება.

Reuters-ის ცნობით, 2022 წელს შეერთებული შტატების ატომურმა ელექტროსადგურებმა რუსეთიდან ურანის, დაახლოებით, 12%-ის იმპორტი მოახდინეს.

თუმცა, Bloomberg-ი წერს, რომ, დაახლოებით, 90 ამერიკული ატომური რეაქტორი რუსეთიდან ურანის თითქმის 25% იღებდა, რაც ფედერაციას აშშ-ში ამ მასალის პირველ მიმწოდებლად ხდიდა.

აშშ ურანის ყოველწლიური გაყიდვა რუსეთის ბიუჯეტს, დაახლოებით, ერთი მილიარდი დოლარით ავსებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები