რუსეთის დუმაში გამოდიან ინიციატივით, თანამდებობაზე ჩინოვნიკის დანიშვნამდე მისი სექსუალური ორიენტაციის შემოწმება მოხდეს

რუსეთის დუმის დეპუტატი, ალექსანდრე ხინშტეინი გამოვიდა წინადადებით, რომ თანამდებობაზე პირის დანიშვნამდე მისი სექსუალური ორიენტაციის შემოწმება მოხდეს.

ამის შესახებ მან “სამარსკოე ობოზრენიე”-სთან ინტერვიუში თქვა.

ხინშტეინი მიიჩნევს, რომ ასეთ შემოწმებაში “მიუღებელი და ცუდი არაფერია”. მისი აზრით, ლგბტ-ს წარმომადგენლებისთვის “მიუწვდომელი” უნდა იყოს ის დაწესებულებები და ხელისუფლების ორგანოები, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული ბავშვებისა და ახალგაზრდების აღზრდასთან.

“ოჯახური ტრადიციების დაცვა სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ ფასეულობების დაცვით დაკავებული ადამიანების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ”,- განაცხადა რუსმა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები