“ჰამასი”: ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 34 535-მდე გაიზარდა, 8 ათასი ადამიანი დაკარგულია

“ჰამასის” მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2023 წლის 7 ოქტომბრიდან დღემდე ანკლავში 34 535 ადამიანი დაიღუპა.

მათივე მონაცემით, ისრაელის იერიშების შედეგად 77 704 ადამიანი დაშავდა, 8 ათასი მოქალაქე კი ისევ დაკარგულად მიიჩნევა.

გასული დღის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას 47 ადამიანი ემსხვერპლა, 61 დაშავდა.

ამავე დროს, უწყებაში აზუსტებენ, რომ დაღუპულთა შორის 14 500-ზე მეტი ბავშვი და 9 500 ქალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები