გურამ მაჭარაშვილი: ვინ სად შეიკრიბება, ვაი პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ ჭინკებს არავინ ეკითხება

ნურავინ გაბედავს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას შეეწინააღმდეგოს. ვინ სად შეიკრიბება, ვაი პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ ჭინკებს არავინ ეკითხება, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული საზოგადოება 29 აპრილს ცივილიზებულ სამყაროს კიდევ ერთხელ გააგონებს, რომ საქართველო არის შემდგარი, დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს ქართულ და ევროპულ ღირებულებებს.

„ქართველი ხალხი მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ მტრის და მოყვარის გარჩევა ვიცით. ნურავინ გვასწავლის ნურც ევროპულ ღირებულებას და ნურც ევროპულ ცივილიზაციას, პატივი სცენ საქართველოს სუვერენიტეტს. ამას ქართველი ხალხი მსოფლიო საზოგადოებას 29 აპრილს კიდევ ერთხელ დაანახებს. ოპოზიციას აქციაზე სულ უფრო მცირე მხარდამჭერი ჰყავს. რატომ? მოსახლეობის უმრავლესობამ გაიგო, რომ გამჭვირვალეობა არის ერთადერთი გამოსავალი. ქართველი ხალხის მოთხოვნაა, რომ ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფული არ მონაწილეობდეს, ეს არის ანი-ბანი. თუ ოპოზიცია კანონიერად შეიკრიბება, ეს მათი უფლებაა. ყოველგვარ დაძაბულობას გამოვრიცხავ. იმდენი ხალხი მოვა, რომ ყველას გაუქარწყლდება აქციის ჩატარების სურვილი. თუ რაიმე პროვოკაცია იქნება, ამას კანონის ფარგლებში მიეხედება. ნურავინ გაბედავს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას შეეწინააღმდეგოს. ვინ სად შეიკრიბება, ამ ვაი პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ ჭინკებს არავინ ეკითხება, ამ ყველაფერს თავი დაანებონ, თორე, ბევრჯერ მოხვდებათ კანონის ფარგლებში კანონის ხელი“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა პირველ არხს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები