„პოლონური მუსიკა და მისი გზა – საქართველო 2024” – კონცერტებისა და ლექციების სერია გაიმართება
28 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, გაიმართება კონცერტებისა და ლექციების სერია, რომელიც პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს ეძღვნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტი „პოლონური მუსიკა და მისი გზა – საქართველო 2024” 2023 წლის გაზაფხულზე დაიგეგმა და იგი ინიცირებულია ხელოვანების გაერთიანება Porta Musicae-ს მიერ. პროექტი აერთიანებს ცნობილ პოლონელ და ქართველ არტისტებსა და პედაგოგებს, რომელთა მიზანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება ხელოვნებისა და კულტურის მეშვეობით.

———-
29.04.2024, 19:00 – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი.

მონაწილეობენ
„კრაკოვ დუო”: იან კალინოვსკი (ჩელო), მარეკ შლეზერი (ფორტეპიანო);
თბილისის სახლწიფო კონსერვატორიის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი,
დირიჟორი – პაველ კოტლა.

პროგრამა:
კაროლ კურპინსკი – უვერტიურა “Two Cottages”
პიოტრ მოსსი – “Sombres Lumières” კონცერტი ჩელოსთვის, ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის.
ვოიცეხ კილარი – სიმფონიური პოემა “Krzesany”
————-
იან კალინოვსკი მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსია. იგი გამოდის ისეთ პრესტიჟულ სცენებზე, როგორებიცაა: the Seoul Arts Center სეულში, Alfred Newman Hall ლოს-ანჯელესში, Carnegie Hall ნიუ იორკში და სხვ. პოლონური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, კალინოვსკის გამართული აქვს ტურნეები სხვადასხვა წლებში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
2001 წელს პიანისტ მარეკ შლეზერთან ერთად ჩამოაყალიბა „კრაკოვის დუო”. 2022 წელს კალიკოვსკი გახდა სამუსიკო ხელოვნების პროფესორი და იგი ამჟამად ასწავლის კრაკოვში, კრშიშტოფ პენდერეცკის მუსიკის აკადემიაში. პოლონურ მუსიკაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, მუსიკოსს გადაეცა ღირსების ჯილდო პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს მიერ.

—-
მარეკ შლეზერი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლონელი პიანისტია. იგი კონცერტებს მართავს ისეთ დარბაზებში, როგორებიცაა: Carnegie Hall, Concertgebouw, Palais des Beaux-Arts, Wigmore Hall, და ა.შ. შლეზერს გამოცემული აქვს სოლო და კამერული მუსიკის არაერთი ალბომი.
——
პაველ კოტლა მოღვაწეობს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის ავსტრიაში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, ბელგიაში, ბრაზილიაში, ჩეხეთში, საფრანგეთში, საქართველოში, გერმანიაში, საბერძნეთში, მოლდოვაში, მონაკოში, პოლონეთში, რუსეთში, სლოვაკეთში, ესპანეთში, შვედეთში, უკრაინასა და გაერთიანებულ სამეფოში ისეთ დარბაზებში, როგორებიცაა: the Royal Albert Hall, Royal Festival Hall, and Barbican Hall (ლონდონი), Megaron (ათენი), National Opera of Ukraine (კიევი), the Berlin Philharmonic, the Royal Opera (მადრიდი), the Berwaldhallen (სტოკჰოლმი), the Opera in Sao Paulo და the Grand Hall of the St. Petersburg Philharmonic.
——–
სტუდენტური ორკესტრი ჩამოყალიბდა 1920 წელს და წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკალური ცხოვრების თავისებურ მატიანეს.
უკვე რამდენიმე ათეული წლის მანძილზე კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრი კონცერტებს მართავს როგორც საქართველოში, ასევე მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებასა თუ ფესტივალში ევროპის ქალაქებში. სტუდენტური ორკესტრის მიღწევებს შორის აღსანიშნავია ჰერბერტ ფონ კარაიანის მიერ დააარსებულ ახალგაზრდული ორკესტრების საერთაშორისო კონკურსზე მიღებული ოქროს მედალი.
ამჟამად სტუდენტური ორკესტრი აერთიანებს 80-მდე სტუდენტს.

პროექტის ორგანიზატორები არიან: პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სახელოვნებო ასოციაცია Porta Musicae.