პენტაგონმა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ რაკეტების გადაცემა დაამტკიცა

პენტაგონმა თეთრ სახლს უკრაინისთვის შორი მოქმედების რადიუსის „ტომაჰავკის“ რაკეტების მიწოდების ნებართვა მისცა, მას შემდეგ, რაც შეაფასა, რომ ეს უარყოფითად არ იმოქმედებს აშშ-ის მარაგებზე, – ამის შესახებ საკითხთან დაკავშირებულმა სამმა ამერიკელმა და ევროპელმა ჩინოვნიკმა განაცხადა.

როგორც მედია იუწყება, ახლა გადაწყვეტილება ტრამპმა უნდა მიიღოს.

„საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტ დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული“, – ნათქვამია სტატიაში.

ცნობისთვის, ამ თვის დასაწყისში, ტრამპმა თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სამუშაო სადილზე განაცხადა, რომ მას არ სურდა უკრაინისთვის რაკეტების მიწოდება, რადგან ისინი ამერიკასაც სჭირდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები