ლევან ჟორჟოლიანი – ბაზრის კვლევის ახალი ელექტრონული მოდული ფაქტობრივად გამორიცხავს ნებისმიერ კორუფციულ რისკს ბაზრის კვლევის ეტაპზე

შესყიდვების სააგენტოსა და მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლობით შექმნილი იქნა ბაზრის კვლევის ახალი ელექტრონული მოდული, რომელიც ფაქტობრივად გამორიცხავს ნებისმიერ კორუფციულ რისკს ბაზრის კვლევის ეტაპზე, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

ლევან ჟორჟოლიანის თქმით, ბაზრის კვლევის სწორად ჩატარება არის სახელმწიფო შესყიდვის, დაგეგმილი ტენდერის სწორად და ხარჯთეფექტიანად ჩატარების აუცილებელი საფუძველი.

„შესყიდვის პროცედურებში ბაზრის კვლევას უკავია ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. თუკი ბაზრის კვლევას ატარებს არასწორად, შემდეგ შეიძლება მთელი შესყიდვა არასწორად ჩაატარო და მაგალითად, გარკვეულ საქონელში და მომსახურებაში გადაიხადო 2-ჯერ ან 3-ჯერ მეტი, ვიდრე ეს რეალურად ბაზარზე ღირს. ამისთვის, შესყიდვების სააგენტოსა და მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლობით შექმნილი იქნა ბაზრის კვლევის ახალი ელექტრონული მოდული, რომელიც ფაქტობრივად გამორიცხავს ნებისმიერ კორუფციულ რისკს ბაზრის კვლევის ეტაპზე. ბაზრის კვლევის სწორად ჩატარება არის სახელმწიფო შესყიდვის, დაგეგმილი ტენდერის სწორად და ხარჯთეფექტიანად ჩატარების აუცილებელი საფუძველი. შესაბამისად, როდესაც გამოაცხადებს შემსყიდველი ბაზრის კვლევას, ის ეგზავნება აბსოლუტურად ყველა მომწოდებელს, ამიტომ გამორიცხულია გარკვეული ან კარტელური შეთანხმება ან რამდენიმე მომწოდებელს შორის შეთანხმება, მათ შორის, შემსყიდველთან ან ერთმანეთში. თუ არის 100 მომწოდებელი, 100-ვე მომწოდებელთან მივა. ასევე, შედეგებს შემსყიდველი ვერ ნახულობს, სანამ დრო არ ამოიწურება შეთავაზებების წარმოდგენის. აქაც მანიპულაციის საშუალებები ფაქტობრივად არ არსებობს”, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები