ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღების“ პრემიერა – მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე
14 და 15 ნოემბერს 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღების“ პრემიერა გაიმართება.
„ყაჩაღები ეს არის სპექტაკლი ადამიანებზე, რომლებიც სიმართლის ძიებაში კარგავენ საკუთარ თავს, მორალს, საკუთარ იდენტობას .მიდიან თვითლიკვიდაციამდე, მაგრამ მაინც იბრძვიან იმისთვის, რომ აღადგინონ სამართლიანობა დედამიწაზე და მთელ სამყაროში.
მსოფლიო მეორედ მოსვლის ზღვარზეა, ჩვენ კი გვინდა ვისაუბროთ თანამედროვე გმირზე, ამ გმირის აუცილებლობაზე. თანამედროვე ლიდერზე რომელიც ნებისმიერ წინაღობას, დაბრკოლებას გადალახავს და აუცილებლად გაიმარჯვებს, სიმართლისთვის, სიყვარულისთვის“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პიესის ადაპტაცია – მანანა ანთაძე; დამდგმელი რეჟისორი – საბა ასლამაზიშვილი; ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე; მხატვარი – გიორგი უსტიაშვილი; კომპოზიტორი – კონსტანტინე ეჯიბაშვილი; რეჟისორის ასისტენტი – ლიკა მამიაშვილი.
მონაწილეობენ: ვალერი კორშია, პაატა ინაური, გიორგი შარვაშიძე, ანუკა გრიგოლია, ბაჩო ჩაჩიბაია (რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი), ჯაბა კილაძე, ირაკლი ჩხიკვაძე, როლანდ ოქროპირიძე, ნოდარ ძოწენიძე.
მისამართი: მარჯანიშვილის №8.